საქართველოში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

20 იანვარი 2022, 10:51 930 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 043 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 61 080. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში