ანა დოლიძე კადეტთა ლიცეუმში

17 დეკემბერი 2016, 00:00 3712 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა. ანა დოლიძემ ლიცეუმი დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.  წელს პირველად მიიღეს სასწავლებელში უფროსკლასელი გოგონები, რის გამოც ინფრასტრუქტურის განახლება გახდა საჭირო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პირველკურსელებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია, რამდენად შეძლეს ახალ პირობებთან ადაპტირება.

ამავე კატეგორიაში