მოლდოვაში საგანგებომდგომარეობა გამოაცხადეს

20 იანვარი 2022, 18:10 928 ნახვა

გაზის  კრიზისის  ფონზე მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იგი 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს.  გადაწყვეტილებას მმართველი პარტიიდან  მხარი დაუჭირა 101-დან 58-მა დეპუტატმა.

  პრემიერ-მინისტრმა ნატალია  გავრილიცამ განმარტა, რომ  კრიზისული სიტუაცია კომპანია „მოლდოვაგაზ“-სა და რუსულ „გაზპრომს“ შორის კომერციული ურთიერთობების შედეგმა გამოიწვია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ  მოლდოვაგაზმა ვერ შეძლო საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება.  მოლდოვაგაზსა და გაზპრომს შორის გაზის მიწოდებაზე 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც  2021 წლის 1-ელ ნოემბერს შევიდა ძალაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში