ირანის პრეზიდენტი ნატო-ს დაშლას პროგნოზირებს

20 იანვარი 2022, 18:05 770 ნახვა

ნატოს ალიანსის მიერ გატარებული პოლიტიკა საბოლოო ჯამში მისივე დაშლას  გამოიწვევს.  ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

რაისი ირანის ბირთვულ საქმიანობასაც შეეხო.  მისი  თქმით,  ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ  რესპუბლიკას ამ სფეროში არანაირი დარღვევა არ აქვს და ყველაფერი კანონის შესაბამისად ხორციელდება.  ირანის ლიდერმა ხასგასმით აღნიშნა, რომ  ირანი არ მუშაობს  ბირთვულ იარაღის შექმნაზე, იგი  ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიაში არ შედის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში