თურქეთის სამხრეთში დიდთოვლობაა

20 იანვარი 2022, 18:00 821 ნახვა

თურქეთის სამხრეთში ბოლო 54 წლის განმავლობაში ყველაზე  დიდი თოვლი მოვიდა. უხვი ნალექისა და  ცუდი ხილვადობის გამო ჩაიკეტა ტარსუს-ადენა-გაზიანტების ავტომაგისტრალი. თოვლის ბლოკადაში ათას 780 ავტომობილი მოჰყვა, რომლებშიც 2 ათას 800 ადამიანი იმყოფებოდა. 

სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ  ადამიანები  რამდენიმე საათის განმავლობაში შველას ელოდნენ.  გუბერნატორის თქმით, თოვლში ჩარჩენილებს სურსათი  სამხედროებმა ვერტმფრენით მიაწოდეს.  მოგვიანებით  მძღოლები და მგზავრები მაშველებმა სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გამოიყვანეს.  არსებული ინფორმაციით,  ავტომაგისტრალზე  სატრანსპორტო  ქაოსი რამდენიმე სატვირთო ავტომანქანის ავარიას მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში