ტექნიკით, ნიჩბით, ხელით - ბათუმში თოვლს ებრძვიან

20 იანვარი 2022, 20:30 1342 ნახვა

უხვი ნალექი ბათუმის ქუჩებში პრობლემების მთავარი მიზეზი იყო. წყლიანი თოვლი ხშირად კადრში ლამაზად ჩანს, თუმცა ქუჩებში გადაადგილებას აფერხებს, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის ისე ავტომობილებისთვის, თან მით უმეტეს ვისაც ზამთრის საბურავი არ აქვს.

ღამის და დღის განმავლობაში ტექნიკა მუშაობდა, თუმცა სტიქიასთან ბრძოლა ზოგჯერ მათთვისაც რთულდება. ღამის შემდეგ თოვა უნდა შეწყდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში