ბათუმის ''დინამომ'' ამხანაგურ შეხვედრაში პოზნანის ''ლეხი'' დაამარცხა

20 იანვარი 2022, 20:37 1239 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' თურქული შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში პოლონურ პოზნანის ''ლეხს'' დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.

მე-13 წუთზე ბათუმის ''დინამოს'' კარში თერთმეტრმეტრიანი დაინიშნა რომლის რეალიზებაც რამირესმა შეძლო და ''ლეხი'' წინ გავიდა.

26-ე წუთზე ბათუმელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა. მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება შეძლო და ანგარიში უცვლელი დატოვა. პირველი ნახევრის მიწურულს გრიგოლ ჩაბრაძის წაქცევისთვის ''ლეხის'' კარში პენალტი დაიდო , რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში 59-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა შორეული დარტყმით მეორე გოლი გაიტანა და ბათუმის ''დინამოს'' მოსამზადებელი ეტაპის პირველი შეხვედრა მოაგებინა.

პოზნანის ''ლეხი'' პოლონეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ დამაჯერებლად პირველ ადგილზე იმყოფება. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' თურქეთში შემდეგ შეხვედრას 23 იანვარს გლდანსკის ''ლეხიასთან'' გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში