აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

21 იანვარი 2022, 10:54 705 ნახვა

21 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 407 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 612. მძიმე პაციენტია 131, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 50 პირი.

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში.

58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში