ჟენევაში ბლინკენმა და ლავროვმა უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელეს

21 იანვარი 2022, 18:03 907 ნახვა

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა საათნახევარი გრძელდებოდა და იგი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებებს ეხებოდა. სერგეი  ლავროვმა  ხაზგასმით განაცხადა, რომ  რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას და ამერიკელ კოლეგას მოუწოდა გამოიყენოს  გავლენა და კიევს გონიერებისკენ მოუხმოს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ  აშშ-სა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას   დაპირებები არ შეუსრულებიათ. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუდამ მზად არის  ჯო ბაიდენთან კონტაქტისთვის-აღნიშნა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.  ენტონი ბლინკენმა თავის მხრივ განაცხადა, რომ  აშშ-ი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავის წინადადებებს მოსკოვს  წერილობით ფორმაში მომავალ კვირას მიაწოდებს. 

აშშ-ი და მისი მოკავშირეები მზად არიან უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთების გადაწყვეტაზე სამუშაოდ, განაცხადა  ბლინკენმა   და ერთიანი პოზიციის გამონახვის იმედი გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში