რუსეთმა მოლდოვას შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

22 იანვარი 2022, 12:08 1028 ნახვა

მოლდოვას პარლამენტმა, ქვეყანაში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, იანვრის  თვის  დავალიანების გამო, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომის“ მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე გახდა.

„გაზპრომში“ განაცხადეს, რომ დავალიანების გადაუხდელობის გამო რესპუბლიკას ბუნებრივი აირის მიწოდება 21 იანვრიდან შეუწყდება.  მოლდოვაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი აირის რაციონალურ გამოყენებას გულისხმობს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის  თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბუნებრივი აირის მარაგის სამრეწველო ობიექტებიდან მოსახლეობისთვის განაწილება და გაზის საფასურის გადასახდელად საბიუჯეტო სახსრების გამოყენება გახდება შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში