დიდი ბრიტანეთის ბრალდება კრემლს და პასუხი

23 იანვარი 2022, 10:52 1091 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“.  

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. 

ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირს უამრავ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან. მათ შორის სერგეი არბუზოვთან, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში