მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სინოდის დანიშვნის მოლოდინში არიან. სხდომაზე ბოლო პერიოდში ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
გამოჯანმრთელების შემდეგ, მეუფე სტეფანე ეპარქიას უკვე დაუბრუნდა.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ივარაუდა, რომ სინოდის წევრები გაზაფხულამდე შეიკრიბებიან და არ გამორიცხა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირების პრობლემაზეც იმსჯელონ.