საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა

24 იანვარი 2022, 00:28 1515 ნახვა

საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებები როგორც თავისუფალ ისე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოდიოდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ჩემპიონები გახდნენ:

  • გიორგი რომელაშვილი (45კგ);
  • თემურ ჩაკვეტაძე (48კგ);
  • საბა ღამბაშიძე (55კგ);
  • გოგა ოთინაშვილი (65კგ);
  • ნიკა ფანცულაია (92კგ).

ვერცხლის მედალი:

  • საბა კობახიძემ (65კგ).

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ:

  • ლაშა გოგაძე (51კგ);
  • ზურაბ კეკელაშვილი (51კგ);
  • ზურაბ აბალაკი (60კგ);
  • ნიკოლოზ მაისურაძე (71კგ);
  • სანდრო ყურაშვილი (80კგ);
  • გიგა შავაძე (110კგ).

ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრები ავიდნენ.

საერთო ჯამში კი 12 მედალი აიღეს აქედან 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მედალი.

ჩემპიონები გახდნენ:

  • ვახტანგ ლულუა (48 კგ);
  • ანრი ხოზრევანიძე (51 კგ);
  • საბა სურმანიძე (55 კგ);
  • გოგა უბილავა (60 კგ);
  • ლუკა გელაშვილი (80 კგ);
  • საბა ფურცელაძე (92 კგ).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

  • დავით გაბედავა (45 კგ);
  • ლუკა ლომაძე (65 კგ);
  • ზუკა მელაძემ (80 კგ). 

გიორგი ჭიკაიძემ (55 კგ), ლევან ორჯონიკიძემ (65 კგ) და დავით მგელაძემ (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში