მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა - პრემიერი

24 იანვარი 2022, 11:59 1072 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები.

მისივე თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, აქვს მოლოდინი, რომ იმპორტიორები ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს ქვეყანაში დროულად შემოიტანენ რაც ფასზეც აისახება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოსახლეობას შევახსენო, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში