ბრიტანელი დიპლომატები კიევს ტოვებენ

24 იანვარი 2022, 14:22 872 ნახვა

დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან მისი საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გამოყვანა უკვე დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო მიიღეს. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით,  დიპლომატებს კონკრეტული მუქარა არ მიუღიათ, თუმცა საელჩოს პერსონალის კიევიდან სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინიდან მისი საელჩოს ზოგიერთ თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოში დაბრუნების  ნება დართო.  უწყებამ ასევე უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნიდან გამგზავრება ურჩია.

კიევიდან დიპლომატების გაყვანას აპირებს ავსტრიაც. მანამდე ევროკავშირის  მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ  კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისთვის განსაკუთრებულ მიზეზს ვერ ხედავს და მოუწოდა ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში