ვაქცინაციის დაბალი ტემპი ქედაში

24 იანვარი 2022, 18:13 831 ნახვა

ქედაში ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია. ქედის "ევექსის" კლინიკაში დღეში მაქსიმუმ  15 ადამიანი იცრება. დაწესებულების ექიმის თქმით, პარალელურად მუშაობენ ამცრელი ბრიგადები, რომლებიც აცრებს ბინაზე აკეთებენ, თუმცა მსურველები ცოტაა. ქედაში სამედიცინო ცენტრში   10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში