კომისიამ სოციალურ სახლში მცხოვრები ოჯახები შეარჩია

24 იანვარი 2022, 18:21 969 ნახვა

სპეციალურმა კომისიამ სოფელ პირველ მაისში სოციალურ სახლში საცხოვრებლად 20 ოჯახი შეარჩია.  მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გეოლოგიური დასკვნების, ექსპერტიზის და რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციების საფუძველზე მიიღეს. სულ მსურველი 21 იყო. სოფელ პირველ მაისში ხუთსართულიანი, 20 ბინიანი საცხოვრებელი გასულ წელს აშენდა, რისთვისაც მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთეს ოპოზიციაშიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფელ პირველ მაისში აშენებულ სოციალურ სახლში ბინების დროულ განაწილებას ითხოვს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში