სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ

24 იანვარი 2022, 21:49 922 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების“ ოფისთან თბილისის მეტროში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქციას მართავენ და პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ამ წუთებში აქტივისტები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიდიან.

დღეს მედიასაშუალებით, გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული ვიდეო, როგორც კადრებში ჩანს, პოლიციელი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. ასევე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში