აჭარაში კორონავირუსის 1 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

25 იანვარი 2022, 11:00 905 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 1608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 511 პაციენტი, გარდაიცვალა 4.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 632 პაციენტი, მძიმეა 132-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 679 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში