სტოლტენბერგის განცხადება

25 იანვარი 2022, 09:57 626 ნახვა

ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივანი მიესალმა მოკავშირეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ასევე, მისი თქმით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა არ აპირებს დათმობებზე წასვლას ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

კონფლიქტის საფრთხე რეალურია და რუსეთმა სიტუაცია უნდა განმუხტოს - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში