ზელენსკი: “პანიკის საფუძველი არ არსებობს”

25 იანვარი 2022, 11:08 1146 ნახვა

”ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. პანიკის საფუძველი არ არსებობს”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ.

„სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ.

ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში