ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადი აქტიურად გაზრდილი არ არის - თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:07 1272 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სულ ქვეყანაში არის 2500 ოჯახის ექიმი. 

"გარდა ამისა მუშაობს ცენტრალური ონალინ კლინიკა 1522 სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახდათ 5600, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი მთელი პანდემიის პერიოდის განმავლობაში, აქაც გაორმაგდა ექიმების რესურსი, ჯერ-ჯერობით დაყოვნების მაქისმალური რაოდენობა შეიძლება იყოს 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი.

ოჯახის ექიმები აკეთებენ პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, ანუ 65 წელს გადაცილებული პირების.

ჩვენთვის მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების მკვეთრ მატებასთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადი აქტიურად არ გაზრდილა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 87 609 აქტიური შემთხვევაა. აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს 4595 პაციენტი, რეანიმაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება.

" მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში