საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების სისტემური ტესტირება შევაჩეროთ - გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:37 2009 ნახვა

​დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1-ლი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრანელმა განაცხადა.

„მოსახლეობას მივმართავ და ვთხოვ: ამ ეტაპზე, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებასა და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, შებრძანდით ჩვენს Facebook-გვერდზე და იქ დიაგრამის სტილშია წარმოდგენილი, თუ რა უნდა გააკეთოთ. 8 დღე სახლში უნდა ბრძანდებოდეთ.

დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1-ლი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე - PCR-ტესტებით“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში