იაპონელებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს

25 იანვარი 2022, 14:30 1022 ნახვა

იაპონიის  მინისტრთა კაბინეტის  გენერალური მდივანი ჰიროკაძუ მაცუნო აცხადებს, რომ  იაპონიის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს  უკრაინის ტერიტორიის  სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.  რაც შეეხება  კიევში იაპონიის საელჩოს,  ქვეყანა რეგიონში არსებული მდგომარეობიდან  და  საკუთარი მოქალაქეების დაცვის პოზიციიდან  გამომდინარე მიიღებს სათანადო ზომებს  - აცხადებს მაცუნო

იაპონიის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესახებ რეკომენდაცია მას შემდეგ მისცეს, რაც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინას  საფრთხის მესამე დონე მიანიჭა.  

საფრთხის მაქსიმალური -მეოთხე დონე  სახელმწიფოდან ევაკუაციის აუცილებლობას ნიშნავს. მანამდე  იაპონიაში  უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემთხვევაში  ანტირუსული სანქციების გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში