რუსეთი უკრაინაში 10 დღის განმავლობაში შეიჭრება - THE SUN

25 იანვარი 2022, 14:30 979 ნახვა

რუსეთი უახლოესი 10 დღის განმავლობაში უკრაინაზე შეზღუდულ დარტყმას მაინც მიიტანს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა  „THE SUN“ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ სავარაუდო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე შეტევასაც მოიცავდეს.  სატელიტური სურათები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ათასობით  ჯარისკაცსა და  სამხედრო ტექნიკის ასობით ერთეულს აფიქსირებს - წერს THE SUN. 

ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ირწმუნება, რომ  მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან რუსეთის 60 საბრძოლო ჯგუფია  განთავსებული, ამას გარდა,   მოსკოვს „ბლიც-კრიგის“გეგმაც აქვს. 

ბრიტანულმა გამოცემამ რუსეთის შესაძლო თავდასხმის რუკაც გამოაქვეყნა და ცალკე აღნიშნა, რომ  რუსული მხარე თავდასხმისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრ დაცემას  დაელოდება, რადგან დაბალი ტემპერატურა მიწას გაყინავს და  ტანკებს  შეტევის დაწყების საშუალებას მისცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში