„არა ძალადობას“- აქცია შსს-თან

25 იანვარი 2022, 18:03 1144 ნახვა

,,რა ხდება მაშინ, როცა კამერები  დახურულია“ ? ,,არა ძალადობას“,  და ,, არა მილიციას“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში აქცია იყო შსს-სთან, რომლითაც 17 წლის მოზარდის  ცემის ფაქტი სამოქალაქო აქტივისტებმა  და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა  გააპროტესტეს. აქციის ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირება  მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების - "არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში