თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25 იანვარი 2022, 18:05 882 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა.

2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდა და 28 121 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება ისე ბენეფიციართა რაოდენობა. 

გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება

ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ახალი პროგრამა. წელს, პირველად დაფინანსდება პაციენტების მკურნალობა მაღალეფექტური ბიოლოგიური მედიკამენტებით 

გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება 

2022 წელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება - 180 000 ლარით

გაორმაგდა ბენეფიციართა რაოდენობა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით კვლევა 8300 ბენეფიციარს ჩაუტარდება

გ​აგრძელდება გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება

გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა

გაიზარდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოცულობა 5000 ლარით. ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარით დაფინანსდებიან  

საზღვაო შრომის ბაზარზე დასაქმების მსურველებს ახალი შესაძლებლობები მიეცემათ. საზღვაო ტურიზმის სფეროში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით იწყება მსურველთა გადამზადება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში