ომიკრონი გავრცელების ახალ რეკორდს აჩვენებს

25 იანვარი 2022, 19:31 1237 ნახვა

ანტირეკორდული მაჩვენებელი, გუშინდელთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა და 15 ათასზე მეტია, ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ისედაც იყო ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საფრთხე, შედეგად ბოლო დღეებში ხშირია ინფიცირებულების განცხადებები, რომ ექიმები მათ არ უკავშირდებიან და ვერც ისინი ახერხებენ მათთან დაკავშირებას, თუმცა ჯანდაცვის უწყებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ არსებობს კრიზისის საფრთხე, პრობლემებია ტესტირების კუთხითაც, რადგან ექიმის მიმართვისა და სიმპტომების არქონის შემთხვევაში შეუძლებელია უფასო პისიარ ტესტის ჩატარება

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში