საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

26 იანვარი 2022, 10:39 896 ნახვა

დიდთოვლობაა საბერძნეთსა და თურქეთში - 12 საათიანმა თოვამ პრობლემები შექმნა ათენში. შეზღუდული იყო გადაადგილება, გზებზე რამდენიმე საათით დაყოვნება მოუწია 1 200-ზე მეტ ავტომობილს. სტამბოლის აეროპორტში კი რეისების გადადების გამო ათასობით ადამიანი გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

რეისების ნაწილი დღეს უნდა შესრულდეს - მათ შორის არის ფრენები საქართველოს მიმართულებით.

ქვეყნის მასშტაბით, თოვლისგან გზების გაწმენდაში სამხედროებიც ჩაერთნენ. სტიქიის გამო დახურულია სკოლები და სავაჭრო ობიექტები. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში