"ნუ ძალადობთ", "მოძალადე რეჟიმი" - აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

26 იანვარი 2022, 12:20 901 ნახვა

"ნუ ძალადობთ", "მოძალადე რეჟიმი"- ამ ბანერებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც მეტრო "ისანში" სამართალდამცველმა შშმ პირზე იძალადა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის  საკითხის დაყენებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ორი პოლიციელის დაკავება გამოსავალი არ არის და პრობლემა სისტემურია.

,,ისანის'' მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავეს.

დამამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მესამე ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მესამე ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში