ძალადობა შშმ პირზე - გამოკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში

26 იანვარი 2022, 14:43 1201 ნახვა

რამდენიმე საათია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება პატრულის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი.

გამოკითხვას ესწრებიან არასრულწლოვნის დედა, უფლებადამცველი და ფსიქოლოგი. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობა უნდა მოხდეს.

როგორც განმარტავს, არასრულწლოვანი შოკურ მდგომარეობაშია,   თუმცა ის თანახმაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ისნის მეტროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არასრულწლოვნისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის პასუხიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე წარუდგენს ბრალს ორივე დაკავებულს.

სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება და შესაძლებელია საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში