ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად ხელოვნური თოვლი იქნება

26 იანვარი 2022, 18:24 974 ნახვა

ზამთრის ოლიმპიური თამაშები თითქმის მთლიანად  ხელოვნური თოვლის გამოყენებით ჩატარდება, რაც, ოლიმპიადის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა. სპორტული ღონისძიების თოვლით უზრუნველსაყოფად, 100-ზე გენერატორსა და თოვლის შემქმნელ 300 აპარატს გამოიყენებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 1924 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი 21 ქალაქიდან, 2050 წლისთვის მხოლოდ 10-ში იარსებებს შესაბამისი კლიმატი და თოვლი. პეკინის 2022 წლის ოლიმპიადა 4-დან  20 თებერვლამდე გაგრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში