ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

26 იანვარი 2022, 19:14 1215 ნახვა

ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეს მელბურნში მეორე ნახევარფინალური წყვილიც გაირკვა.

მეოთხედფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა მსოფლიოს მე-10 იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი სამ სეტში ანგარიშით 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა.

მეორე მეოთხედფინალი კი უფრო დაძაბული და დრამატული გამოვიდა. მსოფლიოს მე-9 კანადელი ჩოგბურთელი ფეიქს ოჟე ალიასიმე მსოფლიოს რეიტინგის მეორე პოზიციაზე მყოფ რუსს დანილ მედვედევთან დრამატულად 5 სეტში ანგარიშით 7:6 , 6:3 ,6:7, 5:7 , 4:6 დამარცხდა. ეს დაძაბული დაპირისპირება 4 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

ამრიგად ფინალში გასასვლელად პირველ ნახევარფინალურ წყვილში იტალიელი მატეო ბერეტინი ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. მატეო რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა, რაფა კი მე-5 ადგილს იკავებს.  ეს მატჩი 28 იანვარს 07:30 საათზეა ჩანიშნული.

მეორე წყვილში კი ბერძენი  სტეფანოს ციციპასი და რუსს დანილ მედვედევს შეხვდება. ბერძენი რეიტინგში მე-4 , ხოლო რუსი მეორე ადგილზე იმყოფება. ეს დაპირისპრება 28 იანვარს 12:30 საათზე ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში