საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

27 იანვარი 2022, 10:52 823 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 699 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, „პისიარ“-ტესტით – 29 065.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 110 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა, 14 840 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 686 220 აცრა, დღიურად აცრილია 8 630.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში