მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული უკანონო ქმედებები შეინიშნება - სუს-ი

27 იანვარი 2022, 11:23 732 ნახვა

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა ხეებსა და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ისინი ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ. მათივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა ორი ადგილობრივის სახლი და ბაღი, ასევე სასაფლაოს ნაწილი მოექცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საკითხი ყველა არსებულ ფორმატში განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში