არგენტინის ნაკრების მწვრთნელის განცხადებით კოვიდმა მესის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა

27 იანვარი 2022, 15:11 1064 ნახვა

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ ეხმარება. მესი ჩილესთან და კოლუმბიასთან შეხვედრაში არ იქნება. 

ცოტა ხნის წინ, 34 წლის არგენტინელმა კორონავირუსი გადაიტანა და ბოლო 1 თვეში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა რომ კოვიდმა მესის ჯანმრთელობაზე ძლიერი გავლენა იქონია, - ინფორმაციას "eurosport"-ი ავრცელებს.

"ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მესი  ჩვენთან იყოს. მე მას ვესაუბრე  და მითხრა, რომ კორონავირუსმა მასზე ძალიან იმოქმედა. ახლა  მთავარია მისი  გამოჯანმრთელება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ საუკეთესო ვარიანტი ახლა ლეოს კლუბში დარჩენა იყო'' - განაცხადა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

არგენტინის ნაკრებმა უკვე გაინაღდა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

28 იანვარს 04:15 საათზე არგენტინა გასვლაზე ჩილეს დაუპირისპირდება. 2 თებერვალს კი 03:30 საათზე კოლუმბიას უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში