აქცია სოფელ ზანაქიძეებში

27 იანვარი 2022, 18:19 1590 ნახვა

აქცია ხელვაჩაურში. სოფელ ზანაქიძეების მცხოვრებლები სამარშრუტო ხაზის აღდგენას და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით, 2 წლის წინ ხაზი გაუქმდა, რის გამოც რამდენიმე კილომეტრს ყოველდღიურად ფეხით გადიან. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ. მაუწყებლმა გაარკვია, რომ ხელვაჩაურის მერიაში მოსახლოების პრეტენზიებს იცნობენ. გვითხრეს, რომ  სატრანსპორტო კომპანიებთან  შეხვედრები მიმდინარეობს და პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში