კოვიდ-პასპორტები აქტუალობას კარგავს

27 იანვარი 2022, 19:34 1159 ნახვა

ცალკე საკითხია მწვანე პასპორტები და მათი ეფექტურობა, ფაქტია, რომ ყველა დაწესებულებაში არ ხდება იმის შემოწმება რამდენად აქვს ვიზიტორს იგი, არც ისაა ცნობილი ეს ვაქცინაციის გამო მიღებული პასპორტია თუ ვირუსის გადატანის შედეგად. რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წესებს იცავენ, მაგრამ ამასთან მისი არსებობა მათთვის პრობლემატურია, რადგან კლიენტებს მაქსიმალურად ვერ ღებულობენ. ერთ-ერთმა ფიტნეს კლუბმა კი გამოსავალი იმაში იპოვა, რომ მომხმარებლები თანამშრომლებად გააფორმა და ამ შემთხვევაში მწვანე პასპორტი საერთოდ არაა საჭირო, ამ ფონზე სპეციალისტები კი პასპორტის მიღების წესების გამკაცრებას ითხოვენ

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში