მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთში საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა

27 იანვარი 2022, 22:42 1245 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია.

24 წლის ბოლქვაძე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. ბოლქვაძემ მერვედფინალში ტაივანელი იოანა გარლანდი სამ სეტში 6:3, 6:7,7:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში მარიამის მეტოქე მსოფლიოს 317-ე ბრიტანელი ჩოგანი სარა ბეთ გრეი იქნება.

მარიამი წყვილთა თანრიგშიც გამოდის, სადაც დუეტში ხორვატ იანა ფეტისთან ერთად არის.

ბოლქვაძე და ფეტი ამ წუთებში ბრიტანულ წყვილსტალია ნეილსონ გეტენბისა და მინგე ქსუს ეთამაშებიან.
 

ლაფბოროსის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

ამ დროისთვის მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო ქალთა ერთეულთა რეიტინგში 178-ე ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში