აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

28 იანვარი 2022, 11:02 805 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კლინიკურად გაჯანმრთელდა 460 პაციენტი, გარდაიცვალა 5.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 686 პაციენტი, მძიმეა 127-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 661 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში