ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში

28 იანვარი 2022, 12:13 1122 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მალე ექსპლუატაციაში შევა ბათუმის სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება სპორტის 12 სახეობა და ჩვენი სპორტსმენები გააგრძელებენ თანამედროვე პირობებში წვრთნას და მომზადებას. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, წელსვე დასრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზა და შუახევში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია.

"სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაგეგმილია და გრძელდება, როგორც სარაგბო ბაზების ასევე შესაბამისი სპორტული დარბაზების მშენებლობა: ქობულეთში, ბათუმში, ღორჯომში, ხუცუბანსა და ფურტიოში"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში