ყაზახეთის პრეზიდენტი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

28 იანვარი 2022, 14:02 928 ნახვა

ყაზახეთში იანვრის მოვლენების დროს ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ  საფუძვლიანად დაგეგმილი თავდასხმა განხორციელდა, რომელიც საბოლოო ჯამში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მმართველი პარტიის „ნურ ორტანის“ რიგგარეშე ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. 

დღევანდელ სხდომაზე  თოყაევი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.  მისი კანდიდატურა  ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წარადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში