ლავროვი აშშ-ის მთავარ მიზანს ასახელებს

28 იანვარი 2022, 14:32 743 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს რუსეთში ეპატიჟება. 

რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ ზელენსკის აშშ-ი რუსეთის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის მიზნით იყენებს. 

ვაშინგტონის მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში უკრაინის ბედი სრულებითაც არ არის, მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ირგვლივ  დაძაბულობის ესკალაცია, რათა ეს თემა დახურონ და შემდეგ ჩინეთზე  გადაერთონ.  

როგორ აპირებენ ისინი ამ თემის დახურვას არ ვიცი. თუკი ვინმე გონიერი პოლიტტექნოლოგი დარჩა იქ, უნდა იცოდეს, რომ ეს გზა არსად მიდის - განაცხადა ლავროვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში