გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა

28 იანვარი 2022, 18:21 1126 ნახვა

,,კალიფორნიის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა ამ ვერდიქტით Netflix-ი ფაქტობრივად დასვა საჭადრაკო დაფასთან“ -ასეთია მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის შეფასება რეზონანსულ საქმეზე. სექტემბერში დაწყებულ დავაზე  ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“. ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია,სწორედ აქ იწყება პრობლემა და ეს დეტალი გახდა დავის საგანი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში