ბრიტანეთი და საფრანგეთი შენაერთებს აძლიერებს

30 იანვარი 2022, 11:44 880 ნახვა

საკუთარი ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.მისი განცხადებით, დამატებითი ჯარების გაგზავნა იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის, ხოლო დიდი ბრიტანეთი არასოდეს შეურიგდება მოსკოვის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ყოველთვის დადგება ნატო-ს მოკავშირეების გვერდით.ბორის ჯონსონმა აქვე დაამატა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი აირჩევს სისხლისღვრის და დესტრუქციის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის, ხოლო უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი მომავლის არჩევაში. ბრიტანეთს 900 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ესტონეთში, 150 კი პოლონეთში. ამასთან, 100-ზე მეტი ინსტრუქტორი ჰყავს გაგზავნილი უკრაინაში, რომლებიც ადგილობრივ ჯარისკაცებს ბრიტანეთის მიერ გადაცემული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციებს აცნობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში