აჭარული ღვინის ზღვაში დავარგება

30 იანვარი 2022, 11:45 1928 ნახვა

ზღვაში დაძველებული ღვინის ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. მეღვინეობის ახალი მიმართულების განვითარება საქართველოში  კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ეკოლოგმა, ცნობილმა მყვინთავმა დავით ნიკოლეიშვილმა და მეღვინე ზურაბ ქუმსიაშვილმა გადაწყვიტეს.  შავი ზღვის მარნის მფლობელები ამბობენ, რომ საქართველოში პირველი  წყალქვეშ დაძველებული ღვინო უკვე გაიყიდა რაც ისტორიული ფაქტია. მათივე თქმით, შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ბიზნესის ამ მიმართულების ეფექტიანად განვითარება  ხელს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს. იდეის ავტორები ამბობენ, რომ ისინი ზღვაში  წყალქვეშა ღვინის მუზეუმის მოწყობაც გეგმავენ, თუმცა ამის  შესაძლებლობას არსებული საზღვაო კანონმდებლობა არ იძლევა, რადგან ზღვაზე ფართობის გაცემა კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით არ შეიძლება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში