ომის დაწყების ნიშნები უკრაინაში სახეზეა

30 იანვარი 2022, 15:01 1467 ნახვა

უკრაინაში ომის მთავარი მინიშნებები გამოჩნდა. -ამის შესახებ ინფორამციას უკრაინაში მყოფი ჩვენი გადამღები ჯგუფი და გადაცემა „ ვემსახურები საქართველოს“ წამყვანი  გვატყობინებს. სისხლის ბანკის და საველე ჰოსპიტალების შემდეგ მთელს საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიან  სიღრმეში  ყველაფერი  ჩახშობილია. ჩართულია რადიო-ელექტრონული დაზვერვის სისტემები, რომელიც GPRS სისტემებს ახშობს. ეს იმისთვის, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა  ვერ იფრინოს. თებერვლის მეორე კვირაში უკრაინაში ყინვას  პროგნოზირებენ, რაც  ხელსაყრელი პერიოდია რუსეთისთვის მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის შესაყვანად, რადგან გაყინულ ზედაპირზე აღნიშნული ტექნიკა კარგად გადაადგილდება.რუსეთის მზადების პარალელურად უკრაინის მხრდასაჭერად ემზადებიან მოხალისე ქართველები. ისინი უკრაინაში სხვადასხვა პოლიგონზე მიმდინარე საწვრთნელ ბაზებში აქტიურად არიან ჩართული. ქართული ლეგიონი, როგორც საბრძოლო, ასევე მოხალისეების გადამზადებას აწარმოებს. ქართველი ლეგიონელი ლევან ფიფია აცხადებს, რომ უკრაინას სწორედ ახლა სჭირდება დახმარება , რადგან ომის ზღვარზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში