ქართველი ექსპერტები უკრაინაში ომის საფრთხეზე

30 იანვარი 2022, 18:02 1100 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი აფასებს. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ რუსეთს ახლა ომი არ აწყობს და ეს ვითარება სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ჰგავს. ის დარწმუნებუალია, რომ  რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო იერიშებს არ განახორციელებს. პოლიტილოგის თქმით  კრემლში კარგად აცნობიერებენ რა მატერიალური ზარალის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში. სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი კი აცხადებს, რომ პუტინის სამხედრო მანევრები ზამთრის ოლიმპიადის დროს აქტიურ ფაზაში იქნება. ომის დაწყების ალბათობაზეც ამახვილებს ყურადღებას თუმცა აცხადებს, რომ პუტინს  სამხედრო მანევრები, პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება. ფიქრობს, რომ რუსებს ტრადიციულად  რუსული იმპერიის  აღდგენის  ამბიციები აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში