აჭარული ღვინის ზღვაში დავარგება

30 იანვარი 2022, 19:36 1446 ნახვა

ახლა კი ზღვაში დაძველებული ღვინის ექსპერიმენტზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.  მართალია ეს მიმართულება საქართველოში განვითარებული არ არის, თუმცა საერთაშორისო მეღვინეობა განსაკუთრებით კი ევროპა, ზღვაში თუ ოკეანეში ღვინის დაძველების მეთოდს უკვე მრავალი წელია იყენებს. პროფესიით ზღვის ეკოლოგი, საქმიანობას ჯერჯერობით ბიზნესპარტნიორთან ერთად ექსპერიმენტის დონეზე ეწევა და ამ დროისთვის კვარიათში 30 მეტრ სიღრმეზე ამფორებში მოთავსებული დაახლოებით 110 ლიტრი სხვადასხვა სახეობის ღვინო აქვს ჩაშვებული. სამომავლოდ მეწარმეს მოცულობის გაზრდა სურს, თუმცა ამისთვის ინვესტორს ეძებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში