იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება - ჯანდაცვის მინისტრი

31 იანვარი 2022, 12:59 1107 ნახვა

იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წამლის ხარისხის კონტროლის მიზნით, შეიქმნება წამლის ლაბორატორია.

„როგორც გახსოვთ, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანიებს თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ და მიმდინარე კვირაში ისინი წამლის რეგისტრაციის განაცხადს ელოდებიან, რის შემდეგადაც კომპანიები აქტიურად დაიწყებენ წამლების შემოტანას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში